Share


ლაშა შავადთუაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო

2015-05-02 20:44:43

ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავადთუაშვილმა თავის კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო. მისთვის წარმატებული გამოდგა ზაგრების გრან პრი, სადაც მან ზედიზედ ექვს შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი მონღოლი ცაგაანბაატარ ხაშბაატარი დაამარცხა.  -73კგ წონით კატეგორიაში ლაშამ წლეულს მეორე შეჯიბრი მოიგო. მან თებერვალში  რომში გამართულ ევროპის ღია კონტინენტურ პირველობაზეც გაიმარჯვა.

ზებედა რეხვიაშვილი -81კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დარჩა.

შედეგები