Share


2 ბრინჯაო სამსუნში

2015-03-27 23:44:58

ლუხუმ ჩხვიმიანმა სამსუნის გრან პრიზე -60კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკი დიორბეკ უროზბოევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე მან ერთადერთი შეხვედრა დათმო მომავალ გამარჯვებულთან უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან. ჩხვიმიანის ანგარიშზე სამსუნში კიდევ 4 გამარჯვებაა, მათ შორის ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერთან და მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან.

ტრისტან ფეიქრიშვილმა (-66კგ) მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრის მეორე დღეს უშანგი მარგიანმა -81კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან მონღოლი უგანბაატარ ოტგონბაატარი დაამარცხა.

მეხუთე ადგილზე გავიდა ნუგზარ ტატალაშვილი (-73კგ)