Share


20-22 მარტი 2015, გრან პრი, თბილისი, საქართველო

2015-03-05 13:44:16

გრან პრიზე დასასწრები მედია-აკრედიტაციის მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის პროცედურა უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ საიტზე, შემდეგ მისამართზე - http://www.datastat.si/IJF_media/?p=register&id=86 

აკრედატიციის პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება 15 მარტამდე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირებული ჟურნალისტები აკრედიტაციებს მიიღებენ 19 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 14:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის ოფიციალურ კენჭისყრაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს - 2 23 54 33

 

საქართველოს ნაკრები

-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი,  მინდია ლილუაშვილი, შალვა ქარდავა

-73 კგ  - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე

-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი

-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი 

-100 კგ  - ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე მსხალაძე

+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი

+78 კგ - ირინე ლეონიძე