Share


ძიუდოს აკადემია

2015-02-27 19:17:58

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ ძიუდოს აკადემიის პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა აკადემიის მნიშვნელობასა და სწავლების თავისებურებებზე.  პირველ ეტაპზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ძიუდოს აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა 21 ქართველ მწვრთნელს ექნება, რომლებიც ისწავლიან და გამოცდებს ჩააბარებენ ქართულ ენაზე ონლაინრეჟიმში.