Share


ქართული ფინალი რომში

2015-02-14 22:38:37

ევროპის ღია პირველობაზე რომში შეჯიბრის პირველ დღეს სამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 73-კგ-ის ფინალში ერთმანეთს ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაუპირისპირდნენ. ოქრო შავდათუაშვილს შეხვდა, ვერცხლი - ტატალაშვილს. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (-60კგ) და თორნიკე თათარაშვილმა (-66კგ).

შეჯიბრის მეორე დღეს ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) - ბრინჯაოს მედალი