Share


პაპუნაშვილის ბრინჯაო

2015-02-08 19:54:31

გიორგი პაპუნაშვილმა (-81კგ) ბულგარეთში ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან რუმინელი კრისტიან ბოდირლაუ დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე თითო მოგება დააკლდათ ალექსანდრე მსხალაძეს (-100კგ) და ონისე ბუღაძეს (+100კგ). მათ მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს. საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ევროპის ღია პირველობა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.