Share


ავთანდილ ჭრიკიშვილი - საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი

2014-12-26 15:38:49

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის მიხედვით ავთანდილ ჭრიკიშვილი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში 4 ძიუდოისტი მოხვდა, მაშინ, როცა სპორტის სხვა სახეობებს ათეულში თითო სპორტსმენი თუ ჰყავთ.

2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი და ათეული:

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - 332 ქულა
2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 283 ქულა
3. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - 212 ქულა
4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 149 ქულა
5. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო) - 143 ქულა
6. მამუკა გორგოძე (რაგბი) - 83 ქულა
7. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო) - 72 ქულა
8. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო) - 69 ქულა
9. გოგიტა არქანია (კარატე) - 68 ქულა
10. ბექა ბაზაძე (ფარიკაობა) - 57 ქულა

გუნდები:
1. საქართველოს კალათბურთის ნაკრები - 10 ქულა
2. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები - 9 ქულა 
3. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები - 6 ქულა 
სულ დასახელდა 7 ნაკრები