Share


მატიაშვილის ვერცხლი

2014-12-07 14:15:13

ლევან მატიაშვილმა +100კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1982 წლის შემდეგ, როდესაც დავით ბოდაველმა ეს შეჯიბრი მოიგო, ქართველმა ძიუდოისტმა პირველად მოახერხა ტოკიოს ტურნირის ფინალში გასვლა. ფინალამდე ლევან მატიაშვილმა ოთხ მეტოქეს აჯობა, მათ შორის ორ იაპონელს. ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორთან რენატ საიდოვთან დამარცხდა.