Share


ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა

2014-12-02 17:35:06

2014 წლის 2 დეკემბერს სასტუმრო “გოლდენ პალასში” გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მორიგი აღმასკომის სხდომა, სადაც განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი; სხდომაზე დამტკიცებული იქნა 2015 წლის ძიუდოს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, მიღებული იქნა რეგულაციები სპორტსმენთა მომზადებასა და სხვადასხვა სპორტის სახეობაში მათ გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე დაინიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა 2015 წლის 3 იანვარს შემდეგი დღის წესრიგით: 

1. 2013-2014 წლების ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.

2. საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა).

3. აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.