Share


უმცროსი კადეტების წარმატება ყაზახეთში

2014-10-28 15:10:57

ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს ყაზახეთის ქალაქ ტემირტაუში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც 3 ოქროს 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გოგონებში შეჯიბრი მხოლოდ ერთ -52კგ წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებული ნინო მგელაძე გახდა.

ვაჟებმა კი 7 წონაში იასპარეზეს. ერთ წონაში ჩვენს გუნდს წარმომადგენელი არ ჰყავდა. დანარჩენ 6 წონაში ჩვენმა ბიჭებმა 8 მედალი აიღეს.

ოქრო: ვანო ხუბაშვილი (-55კგ), რობიზონ ბეგლარაშვილი (-60კგ),

ვერცხლი: ზურაბ კახნიაშვილი (-50კგ), ვანო მახათაძე (-60კგ), გუგა გოგიტიძე (-66კგ)

ბრინჯაო: თემურ ნოზაძე (-55კგ), გოგა ქევხიშვილი (73კგ) ამირან წიქორიძე (+73კგ)

ტურნირში, რომელიც 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა, 7 ქვეყნის -ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და საქართველოს სამასამდე ძიუდოისტმა იასპარეზა.