Share


ძიუდო საჯარო სკოლებში

2014-10-07 14:11:00

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წლეულს პირველად უტარდებათ ძიუდოს გაკვეთილები, ძიუდოს სახელმძღვანელოები გადასცა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი „ძიუდოს გაკვეთილები სკოლაში“.  ძიუდოს გაკვეთილები უტარდებათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. შარშან დაწყებულმა პროექტმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით და ევროპის ძიუდოს კავშირთან ერთად ხორციელდება, მოსწავლეებსა და მშობლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მასწავლებლების მოსამზადებლად მსოფლიოში ცნობილი ინსტრუქტორები მოიწვია, ევროპის ძიუდოს კავშირის დახმარებით გამოსცა ძიუდოს სახელმძღვანელო, ასევე მოამზადა ვიდეოგაკვეთილები.

მასწავლებლების მეცადინეობით ბავშვები ხალისით ეუფლებიან ძიუდოს საწყისებს, რომელიც მათ არა მხოლოდ ძიუდოში დაეხმარება. ბავშვები სწავლობენ წონასწორობის შენარჩუნებას, მეტოქის წონასწორობიდან გამოყვანას, სწორად კოტრიალს, სხეულის სხვადასხვა პოზიციებს, მოძრაობებს, მარტივ ილეთებს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში ძიუდოს გაკვეთილების შეტანას კახეთის სხვა სკოლებშიც გეგმავს.

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=5-4747hl6Yk&feature=youtu.be