Share


ბექა ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონია

2014-09-20 21:48:15

ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალისკენ გზაზე მან უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი უნგრელი კრიშტიან ტოტი დაამარცხა. ფინალში კი აზერბაინაჯელ ფირუდი დადაშოვს სძლია. ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ოქროს მედლის მოპოვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან უშანგი მარგიანმა (-81კგ), რომელიც სერბ ნემანია მაიდოვთან ფინალს დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე თავისსავე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და ვერცხლს დასჯერდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლევან გუგავამ. გუგა კიბორძალიძე (+100კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დარჩა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის მედლების მიხედვით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა