Share


ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

2014-08-28 19:40:14

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი ადგილის დასაკავებლად მას ექვსი შეხვედრის მოგება დასჭირდა. ფინალში მან ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. შარშან რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა წლეულს უკვე მეორე ტიტული მოიგო. ოთხი თვის წინ ის ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში მეხუთე ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს. მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი ორჯერ (1979 და 1981 წლებში) მოიპოვა თემურ ხუბულურმა,  მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, აგრეთვე, ამირან ტოტიკაშვილი (1989 წ.), კობა კურტანიძე (1989 წ.) და ირაკლი ცირეკიძე (2007 წ.)