Share


ნუგზარ ტატალაშვილმა ულან-ბატორის გრან პრი მოიგო

2014-07-05 19:31:14

ნუგზარ ტატალაშვილმა -73კგ წონით კატეგორიაში ულან-ბატორის გრან პრი მოიგო, ფინალში მან ტიტულოვანი მონღოლი ძიუდოისტი ცაგაანბატარ ხაშბაატარი დაამარცხა. ნუგზარ ტატალაშვილისთვის ეს ამ სეზონში მოგებული მეორე გრან პრია.

-70კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი. უკვე მეორე სალიცენზიო ტურნირია ესტერ სტამი შეჯიბრს მედლის გარეშე არ ტოვებს. პირველი ტურნირი მან ივნისის დასაწყისში მადრიდში მოიგო, როდესაც ევროპის ღია პირველობაზე იმარჯვა.