Share


ადამ ოქრუაშვილი - ბუდაპეშტის გრან პრის საუკეთესო ძიუდოისტი

2014-06-23 11:27:36

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ოქრო +100კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი - ამირან პაპინაშვილმა (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ბრინჯაო - ზებედა რეხვიაშვილმა (-73კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ)

ადამ ოქრუაშვილი ტურნირის საუკეთესო ვაჟი ძიუდოისტი გახდა. ქალებში საუკეთესოდ იაპონელი მეგუმი ტაჩიმოტო დაასახელეს