Share


გუნდური პირველი ადგილი გრან პრიზე

2014-03-23 19:24:57

   საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 4 ოქროს 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გაიმარჯვეს ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში. შეჯიბრის მესამე დღეს 90კგ წონით კატეგორიაში მშვენივრად იასპარეზა ზვიად გოგოჭურმა. მან ნახევარფინალში რუსი კირილ დენისოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში - იტალიელი ვალტერ ფაჩენტე. ზვიად გოგოჭური საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისთად დაასახელა. +100კგ-ში ოქრო მედალი ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუს ანტონ კრივობოკოვს სძლია. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლევან მატიაშვილმა რუმინელ დანიელ ნატეას მოუგო.