Share


მეორე დღე - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

2014-03-22 19:50:02

   თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 73კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ლაშა შავდათუაშვილს სძლია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზებედა რეხვიაშვილმა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ვიკტორ სკვორტოვი დაამარცხა.

   -81კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა. მან ფინალში  ამერიკელ ტრევის სტივენსს მოუგო. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უშანგი მარგიანმა აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა.