Share


საქართველოს პირველობა ჭაბუკებში 2014

2014-02-24 13:59:07

   22-23 თებერვალს ყვარელში ჩატარდა საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის. გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდნენ 8 წონით კატეგორიაში. პირველობის შედეგების მიხედვით შეირჩევა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში  იასპარეზებს საერთაშორისო ტურნირებში. საერთაშორისო ტურნირების შედეგების მიხედვით კი საბოლოოდ ჩამოყალიბდება გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე. წლეულს პირველად მოხდა, რომ წონითი კატეგორიების გამარჯვებულებმა „ძიუდოს განვითარების ფონდიდან“ ფულადი ჯილდოები მიიღეს.

შედეგები