Share


რეხვიაშვილის და გოგოჭურის გამარჯვება

2014-02-16 23:26:24

   ზებედა რეხვიაშვილ ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე გამარჯვებული გახდა იმ წონით კატეგორიაში, სადაც კარიერაში პირველად იასპარეზა. თან ეს ყველაფერი საკუთარ დაბადების დღეს გააკეთასაშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად ავსტრიაში გამართულ ტურნირში –81კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და წარმატებითაც. მან შეჯიბრში  ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ტურნირის პირველი ნომერი ამერიკელი ტრევის სტივენსი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი მონტენეგროელი სრდან მრვალიევიჩი, ხოლო ფინალში ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს კანადელ ანტუან ვალოისფორტიეს სძლია.  ახალ წონაში წარმატებული დებიუტის მიუხედავად, ზებედა რეხვიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადამდე ამ წონაში გადასვლას არ აპირებს და ისევ –73კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გეგმავს.

   –90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად იასპარეზა. ფინალში მას რუსეთის წარმომადგენლის მურატ გასიევის დასამარცხებლად ერთი წუთიც არ დასჭირდა.