Share


ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრან სლემი მოიგო

2014-02-10 00:35:55

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი ლოიკ პიეტრი დაამარცხა, რომელთანაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი დათმო. ნახევარფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონს კორეელ ჯაე-ბუმ კიმს მოუგო.

-90კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, თუმცა ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ფინალში ასპარეზობა ვერ შეძლო და მას წილად ვერცხლის მედალი ხვდა.