Share


პაპინაშვილის ვერცხლი

2014-02-08 23:08:54

ამირან პაპინაშვილმა პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. -60კგ წონით კატეგორიაში იგი პირველ ნომრად იყო განთესილი. მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა პერუელი ხუან პოსტიგოსი, ფრანგი ადრიენ რეიმონდი, აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და ტაიპეელი მინ იენ ტსაი და ფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან დამარცხდა. პარიზის გრან სლემზე ეს ამირან პაპინაშვილის მიერ მოპოვებული მეხუთე მედალია. აქამდე მას 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა.