Share


ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლი ოლიმპიადაზე

2021-07-25 15:43:19

ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა იაპონიაში მყოფ საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მას პირველ წრეში დასვენება მოუწია. პირველი შეხვედრა მან რუსეთის წარმომადგენელთა იაკუბ შამილოვთან გამართა და შეხვედრის ბოლო წამებზე მოპოვებული გდებით გაიმარჯვა. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ისრაელის წამორმადგენელი ბარუხ შმაილოვი იყო, რომელსაც ორი ვაზარი აართვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე წინა ოლიმპიური თამაშების ფინალისტი სამხრეთ კორეელი ბაულ ანი იყო. დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში ვაჟამ შეძლო მომგებიანი გდების შესრულება. ფინალში კი ვერაფერი გააწყო იაპონელ ჰიფუმი აბესთან.  

ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდით მონაწილეობის შემდეგ, 1996 წლიდან, საქართველოს ძიუდოში მე-9 მედალი მოუპოვა:

1996 (ატალანტა) - ბრინჯაო - სოსო ლიპარტელიანი,

2000 (სიდნეი) - ბრინჯაო - გიორგი ვაზაგაშვილი,

2004 (ათენი) - ოქრო - ზურაბ ზვიადაური, ვერცხლი - ნესტორ ხერგიანი,

2008 (პეკინი) - ოქრო - ირაკლი ცირეკიძე,

2012 (ლონდონი) - ოქრო - ლაშა შავდათუაშვილი,

2016 (რიო-დე-ჟანეირო) - ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი, ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილი,

2020 (ტოკიო) - ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ყველა სპორტის სახეობაში სამივე სინჯის პირველი მოპოვებული მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა:

ბრინჯაო - სოსო ლიპარტელიანი,

ვერცხლი - ნესტორ ხერგიანი,

ოქრო - ზურაბ ზვიადაური.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტებისთვის, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, ვაჟა მარგველაშვილის მედალი მეოცეა.