Share


ოლიმპიური თამაშები 2020

2021-07-22 19:34:25

24-31 ივლისს ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტი  - 7 ვაჟი და 2 ქალი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი,

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი,

-90კგ - ლაშა ბექაური,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - გურამ თუშიშვილი,

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ქალი ძიუდოისტი დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟებში შვიდივე ქართველი ძიუდოისტი განთესილებს შორის იქნება.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტელერპორტაჟები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. წინასწარი შეხვედრები 6:00-ზე დაიწყება, ხოლო - ფინალური ბლოკი 12:00-ზე. შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პირდაპირი რეპორტაჟების ვებგვერდზე - https://live.ijf.org/

ოლიმპიური თამაშების პროგრამა:

24 ივლისი: -48კგ, -60კგ,

25 ივლისი: -52კგ, -66კგ,

26 ივლისი: -57კგ, -73კგ,

27 ივლისი: -63კგ, -81კგ,

28 ივლისი: -70კგ, -90კგ,

29 ივლისი: -78კგ, -100კგ,

30 ივლისი: +78კგ, +100კგ,

31 ივლისი: გუნდური შეჯიბრება.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად გაიმართება ძიუდოს გუნდური შეჯიბრება, სადაც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ქალთა შორის ლიცენზიების აუცილებელი რაოდენობა ვერ დააგროვა.