Share


ქართველი გოგონების ტრიუმფი რუსეთში

2019-11-03 23:38:32

საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებმა რუსეთის ქალქ იჟევსკში გამართულ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს და გოგონათა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. შეჯიბრის პირველ დღეს -57 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, რომელმაც წლეულს უკვე ზედიზედ მესამე ოფიციალური შეჯიბრი მოიგო. (სექტემბერში მან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ხოლო ოქტომბერში - მსოფლიოს ჩემპიონატზე.) მეორე დღეს კი ევროპის ჩემპიონი -70კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია გახდა, რომლისთვისაც ეს მსგავს შეჯიბრებებზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია.

ვაჟთა შორის -100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს  ონისე სანებლიძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები -60კგ-ში თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვეს.