Share


ბრინჯაო გუნდურ შეჯიბრში

2019-10-20 22:50:06

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე  მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვაჟთა და გოგონათა შერეულმა გუნდმა გერმანიას მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრში ასპარეზობა მასპინძლებთან მაროკოელებთან დაიწყეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. შემდეგ სძლიეს შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ბრაზილიელებს, ხოლო ნახევარფინალში დამატებით შეხვედრაში დამარცხდნენ რუსეთის ნაკრებთან. ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონია გახდა.

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა გუნდმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველად მოიპოვა მედალი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია უკვე მესამე წელია გუნდურ შეჯიბრს ასეთი ფორმატით ატარებს. 2017 წელს საქართველოს ნაკრები პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა. შარშან ჩვენმა ახალგაზრდებმა მეხუთე ადგილი დაიკავეს. წლეულს კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.