Share


ლუკა მაისურაძის ბრინჯაო

2019-08-28 18:28:13

ლუკა მაისურაძემ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტმა -81კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონს ირანელ საიდ მოლაეის სძლია. დღის განმავლობაში ლუკა მაისურაძემ ჯამში ექვსი შეხვედრა მოიგო და ერთადერთი დასანანი მარცხი მეოთხედფინალში იწვნია ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან. 21 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა. მაისურაძემ ორიოდე თვის წინ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.