Share


ქართული ფინალი მძიმე წონაში

2019-06-29 23:05:06

ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

+90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ევროპის ჩემპიონის ტიტული გიგა ტატიაშვილმა მოიპოვა.  ირაკლი დემეტრაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა. -50კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნიკა ბაჩიაშვილი, -90კგ-ში - თორნიკე ფოლადიშვილი.