Share


მაისურაძის ბრინჯაო მეორე დღეს

2019-06-23 21:06:04

ლუკა მაისურაძემ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -81კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა. მანამდე ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ფრანგი ალფა ჯალო, პორტუგალიის სახელიტ მოასპარეზე ანრი ეგუტიძე და ბრიტანელი სტიუარტ მაკვოტი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან ბელგიელ მატიას კასესტან დამარცხდა. 

21 წლის ლუკა მაისურაძე, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია, უფროსებში ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იყო.

ევროპული თამაშების ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს.