Share


2 ბრინჯაო მეორე დღეს

2019-03-30 19:11:50

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის მეორე დღეს 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - -73კგ-ში ვალერი იაშვილმა და -81კგ-ში ტატო გრიგალაშვილმა.

ვალერი იაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერს მსოფლიოს ჩემიონატის პრიზიორს მონღოლ ოდბაიარ განბაატარს მოუგო. ვალერი იაშვილმა თავის კარიერაში გრან პრიზე პირველად იასპარეზა. ტატო გრიგალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგი ალფა ოუმარ დჯალო დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერვედფინალში 19 წლის ტატო გრიგალაშვილის მოგება თბილისის გრან პრის ორგზის გამარჯვებულთან რუს ალან ხუბეცოვთან.