Share


ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრი მესამედ მოიგო

2019-03-29 19:01:45

საქართველოს ნაკრების ძუდოისტებმა თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის პირველ დღეს 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. -60კგ წონით კატეგორიაში  თბილისის გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილმა. -66კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი თუთაშვილი. ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი ბაგრატ ნინიაშვილმა გახდა.