Share


გურამ მოდებაძე - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2018-12-17 17:56:29

2018 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გურამ მოდებაძის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას 2018 წლის 27-28 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატიდან შეუდგება.