Share


ფედერაციის აღმასკომის სხდომა

2018-12-01 11:02:48

დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც იმსჯელეს საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ და იაპონიაში ოსაკაში საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარ შესაძლო ინციდენტზე. სხდომაზე დაბარებული იყო იაპონიაში მყოფი მწვრთნელი ანზორ თენაძე. მისი მოსმენის შემდეგ აღმასკომმა გადაწყვიტა შეიქმნას კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის შესაძლო ინციდენტს. გამჭვირვალობის მიზნით კომისიაში აღმასკომის წევრების გარდა შევლენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მთავარი მწვრთნელი დაინიშნება საქართველოს ჩემპიონატამდე, რომელიც ჩატარდება 27-28 დეკემბერს.