Share


ილია სულამანიძის ვერცხლი ოლიმპიადაზე

2018-10-09 19:15:42

ილია სულამანიძე არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა დაამარცხა სლოვენიელი, არგენტინელი და თურქი ძიუდოისტები და ფინალში გავიდა, სადაც ყაზახ ძიუდოისტთან დამარცხდა.

საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარდგენილი. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის დებულების მიხედვით თითოეულ ქვეყანას ოლიმპიადაზე მხოლოდ 1 ვაჟი და 1 გოგონა ძიუდოისტი შეიძლებოდა ჰყოლოდა და მათაც ოლიმპიადისთვის ლიცენზია უნდა მოეპოვებინათ. შეჯიბრი კი მხოლოდ 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა. ილია სულამანიძეს, რომელმაც წლეულს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თავისთვის უჩვეულო -100კგ-ში მოუხდა ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა მედლის მოპოვება.