Share


2 ოქრო და 1 ბრინჯაო მესამე დღეს

2018-09-15 17:07:01

2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი - ასეთია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტთა მონაგარი ევროპის ჩემპონატის მესამე დღეს. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ონისე სანებლიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ), ბრინჯაოს მედალი სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) მოიპოვა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.