Share


ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

2018-09-14 18:16:04

ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღე. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ამ დღეს 4 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

-81კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობდა და ისინი ოთხ-ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა, ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილს ერგო.

-57კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ფინალამდე ჩატარებული ოთხივე შეხედრა იპონით მოიგო, ფინალში კი ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.

-70კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ.