Share


თუშიშვილის ოქრო

2018-04-01 20:55:19

გურამ თუშიშვილი +100კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ლევან მატიაშვილმა ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედალს -90კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი დაეუფლა, ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი -100კგ-ში ონისე სანებლიძის ანგარიშზეა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.