Share


კიდევ 2 ოქრო

2018-03-31 21:23:08

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის მეორე დღეს, პირველი დღის მსგავსად, 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-73კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი გახდა. ფრიგონ გიგანს ვერცხლის მედალი ერგო.

-81კგ-ში გამარჯვება იზეიმა თამაზ კირაკოზაშვილმა, რომელმაც კარიერაში პირველად გაიმარჯვა გრან პრიზე. ფინალში მან პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე დაამარცხა.  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კობა მჭედლიშვილს სძლია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის მარიამ ჭანტურიას ასპარეზობა, რომელმაც კარიერაში პირველად იასპარეზა გრან პრის დონის შეჯიბრში და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.