Share


რეხვიაშვილის ბრინჯაო ეკატერინბურგში

2018-03-18 20:36:36

ზებედა რეხვიაშვილმა ეკატერინბურგის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -81კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა. რეხვიაშვილმა ტურნირზე ჯამში სამი შეხვედრა მოიგო. მან ასევე სძლია ბრიტანელ სტიუარტ მაკვოტს და რუს მურატ ხაბაჩიროვს. ერთადერთი შეხვედრა კი იაპონელ ტაკეში სასაკისთან წააგო.