Share


საკლუბო ჩემპიონატი 2018

2018-03-09 15:34:19

10 მარტს თელავში გაიმართება ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მეექვსედ ტარდება და 2018 წლის ჩემპიონატში თავი მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობამ მოიყარა. უძლიერესის გამოსავლენად შეჯიბრებაში 58 კლუბი ჩაერთვება. გამოვლინდება 8 კლუბი, რომელიც ფინალურ ეტაპაზე „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს. ხოლო კლუბები, რომლებიც „ოქროს ლიგის“ მიღმა დარჩებიან პირველ ლიგაში გამოვლენ.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მასში 11-მა კლუბმა იასპარეზა. მას შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2013 წელი - 11 კლუბი,

2014 წელი - 24 კლუბი,

2015 წელი - 36 კლუბი,

2016 წელი - 39 კლუბი,

2017 წელი - 47 კლუბი,

2018 წელი - 58 კლუბი.