Share


17 მაისი 2017, „ოქროს ლიგა“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკთა შორის, თბილისი

2017-05-17 11:39:36

17 მაისს „თბილისი მოლში“ გაიმართება ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი “ოქროს ლიგა“ , სადაც წინასწარი ეტაპის 8 საუკეთესო კლუბი იასპარეზებს. „ოქროს ლიგის“ საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარია. შეჯიბრი 14:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 17:00-ზე. ფინალური ბლოკის დაწყების წინ გაიმართება JudoKids-ის საჩვენებელი ვარჯიში. შეჯიბრის წინა დღეს ჩატარდა კენჭისყრა.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 11 მარტს ქალაქ თელავში გაიმართა და ამ შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 47 კლუბი მონაწილეობდა. გამოვლინდა 8 საუკეთესო კლუბი, რომელიც „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს: შევარდენი 2005 (თბილისი), ლომჭაბუკი (გორი), ლიდერი (თბილისი), დურმიშხანი (ქარელი), ოლიმპი (თბილისი), სამურაი (ხაშური), პატარა კახი (თელავი), ვიპ ძიუდო (გორი). გამარჯვებული კლუბი 50 ათას ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული კლუბი - 40 ათას ლარს. მესამეადგილოსნები 30 ათას ლარს მიიღებენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი შეხვდებათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება. წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა და ოთხივეჯერ ამ კლუბმა ფინალში თბილისის „ლიდერი“ დაამარცხა.

პირდაპირი რეპორტაჟის ლინკი

დებულება