ბოლოს წუთს... 8-04-2007 19:54 - +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანმა ფინალში წააგო ფრანგ ტედი რინერთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 8-04-2007 19:10 - 100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი ისრაელის წარმომადგენელთან გამოცდილ არიელ ზეევთან დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა. 8-04-2007 18:20 - 90 კგ - ირაკლი ცირეკიძემ დამატებით დროში წააგო უკრაინელ ვალენტინ გრეკოვთან და მეორე ადგილზე გავიდა. 8-04-2007 17:37 - +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანმა დაამარცხა უკრაინელი ევგენი სოტნიკოვი და ფინალში გავიდა, სადაც ახალგაზრდა ფრანგს ტედი რინერს შეხვდება. 8-04-2007 17:27 - 100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი დამატებით დროში დამარცხდა ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან რუსლან გასიმოვთან და მესამე ადგილისთვის არიელ ზეევთან იჭიდავებს. 8-04-2007 17:02 - 90 კგ ირაკლი ცირეკიძემ დაამარცხა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ესპანელი დევიდ ალარსა და ფინალში გავიდა. 8-04-2007 14:50 - 100 კგ - ლევან ჟორჟოლიანმა სლოვენიელი პრიმოზ ფერჯანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 8-04-2007 14:28 - 90 კგ - ირაკლი ცირეკიძემ იტალიელ რობერტო მელონისთან გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. 8-04-2007 14:03 - 100 კგ - ლევან ჟორჟოლიანმა აზერბაიჯანელ მოვლუდ მირალიევს მოუგო. 8-04-2007 13:56 - +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანმმა ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ალექსანდრ მიხაილინი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 8-04-2007 13:53 - 90 კგ - ირაკლი ცირეკიძემ მეორე წრეში თურქი ბურჰან კოჩანი დაამარცხა. 8-04-2007 13:13 - +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯოი დელაჰეი დაამარცხა. 8-04-2007 12:52 - +78 კგ - ირინე ლეონიძემ თურქ გულსაჰ ქოჩათურქთან წააგო. 8-04-2007 12:45 - 90 კგ - ირაკლი ცირეკიძემ პირველ წრეში ხორვატ ტომისლავ ვუჩაკს მოუგო. 7-04-2007 18:56 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა წააგო სალამუ მეჟიდოვთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 7-04-2007 17:45 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილმა შეხვედრა ისევ ბოლო წამებზე დათმო. გამოცდილ გერმანელთან ოლე ბიშოფთან ჭიდაობისას შეხვედრის დამთავრებამდე 1 წამით ადრე იუკოზე დაეცა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. 7-04-2007 17:16 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა დამატებით დროში დაამარცხა ჟოაო პინა და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელს სალამუ მეჟიდოვს შეხვდება. 7-04-2007 15:54 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა დაამარცხა პორტუგალიელი ჟოაო პინა და ფინალში გავიდა. 7-04-2007 15:13 - 81 კგ - ბაინდურაშვილი მომდევნო შეხვედრას გერმანელ ოლე ბიშოფთან გამართავს. 7-04-2007 15:10 - 73 კგ - ქევხიშვილი ნახევარფინალში პორტუგალიელ ჟოაო პინას შეხვდება. 7-04-2007 15:05 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილმა დამამშვიდებელ წრეში უკრაინელი სერგეი ბალაბანი დაამარცხა. 7-04-2007 14:58 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა დაამარცხა ავსტრიელი შტანგლი და ნახევარფინალში გავიდა. 7-04-2007 14:19 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილი დამარცხდა სლოვენიელ ფერჯანთან და რეპეშაჟში ჩაერთვება. ქართველი სლოვენიელს კოკას უგებდა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წამით ადრე იუკოზე დაეცა და წააგო. 7-04-2007 14:09 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა მეორე წრეში დაამარცხა მოლდოველი ვიქტორ ბივოლი. მისი მომდევნო მეტოქე ავსტრიელი კრიშტოფ შტანგლი იქნება. 7-04-2007 13:18 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილმა გაიმარჯვა პორტუგალიელ ჟოაო ნეტოსთან შეხვედრაში და მომდევნო წრეში სლოვენიელ კლემენ ფერჯანს შეხვდება. 7-04-2007 12:45 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილის მომდევნო მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო ნეტო იქნება. 7-04-2007 12:34 - 73 კგ - დავით ქევხიშვილმა პირველ წრეში პოლონელ პაველ ჟიდაკს სძლია. მისი მომდევნო მეტოქე მოლდოველი ვიქტორ ბივოლი იქნება. 7-04-2007 12:33 - 81 კგ - გიორგი ბაინდურაშვილმა პირველ წრეში უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოსი დაამარცხა. 7-04-2007 12:30 - 63 კგ ანა ძაძამია ფინელ იოანა ილინენთან დამარცხდა. 6-04-2007 19:37 - 66 კგ - ზაზა კედელაშვილმა ფინალში დამატებით დროში დაამარცხა სერბი მილოშ მიალკოვიჩი და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 6-04-2007 18:40 - 60 კგ - ნესტორ ხერგიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლიტველ ალბერტ ტეხოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 6-04-2007 17:51 - 66 კგ - ზაზა კედელაშვილმა ნახევარფინალში დაამარცხა ჰოლანდიელი დექს ელმონტი და ფინალში სერბ მილოშ მიალკოვიჩს შეხვდება. 6-04-2007 17:39 - 60 კგ - ნესტორ ხეგიანმა დამამშვიდებელ წრეში მეორე შეხვედრაც მოიგო, სლოვენიელი როკ დრაკშიჩი დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ლიტველ ალბერტ ტეხოვს ეჭიდავება. 6-04-2007 16:38 - 60 კგ - ნესტორ ხერგიანი დამამშვიდებელ წრეში ჩაერთო, სადაც ბელგიელი ფაბრის ფლამანი დაამარცხა და მომდევნო შეხვედრას სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან გამართავს. 6-04-2007 15:40 - 66 კგ - ზაზა კედელაშვილმა დაამარცხა პორტუგალიელი პედრო დიასი (ვისთანაც ერთი თვის წინ ვარშავის მსოფლიოს თასზე წააგო) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიელ დექს ელმონტს შევხდება. 6-04-2007 15:23 - 60 კგ - ნესტორ ხერგიანმა მესამე წრეში წააგო სომეხ ჰოვანეს დავთიანთან და ჩაერთვება რეპეშაჟში. 6-04-2007 15:13 - 66 კგ - ზაზა კედელაშვილმა მეორე წრეში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ტარიელ ზიდირიდისთან გაიმარჯვა. 6-04-2007 14:43 - 60 კგ - ნესტორ ხერგიანმა მეორე წრეში დამატებით დროში დაამარცხა ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი. 6-04-2007 14:23 - 52 კგ - მარიამ ტარუაშვილი პირველ წრეში ქულებით დამარცხდა პოლონელ მონიკა კაბაჟთან. 6-04-2007 14:01 - 66 კგ - კედელაშვილის მომდევნო მეტოქე საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ტარიელ ზიდირიდისია, რომელმაც პირველ წრეში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორი ავსტრიელი ანდრეას მიტელფერნერი დაამარცხა. 6-04-2007 13:49 - 66 კგ - ზაზა კედელაშვილმა პირველ წრეში ნორვეგიელ ალბინ დალს მოუგო. 6-04-2007 13:42 - 48 კგ - ნაია ვეშაგური პირველ წრეში დამარცხდა ისრაელის წარმომადგენელთან რონი შვარცთან. 6-04-2007 13:36 - 60 კგ - ნესტორ ხერგიანმა პირველ წრეში დაამარცხა თურქეთის წარმომადგენელი ქემალ ოგუზი. მისი მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი იქნება, რომელიც ალბათ დაამარცხებს კვიპროსელ ანდრეას კრასას. 6-04-2007 13:23 - 57 კგ - დურსადაფ ქერიმოვა პირველ წრეში დამარცხდა ავსტრიელ საბრინა ფილცმოზერთან. |